დავალებებზე დაფუძნებული სწავლება

დაეუფლე მოთხოვნად უნარებს შენთვის სასურველდროს, კომფორტსა და ტემპში

შექმნილია ადამიანების მიერ, AI-ს მხარდაჭერით

გაეცანი კურსს

ჩვენი Excel-ის კურსი

Excel ანალიტიკოსებისთვის

ისწავლე Excel ნულიდან უმცროსი ანალიტიკოსის როლში. ერთი უწყვეტი პროექტით შეისწავლი ყველაფერს, რაც ანალიტიკოსს Excel-ში ყოველდღიური საქმიანობისთვის სჭირდება, მათ შორის კლავიატურის მალსახმობებს (შორთქათებს), რომლებიც სამუშაო პროცესს დაგიჩქარებს და გაგიმარტივებს. საბოლოოდ, შექმნი ინტერაქტიულ ანგარიშს, რომელიც, ავტომატიზაციის გამოყენებით, მოამზადებს PDF ფაილებს ერთი დაწკაპუნებით.

რას ნახავ ვიზუალურად

როგორ მუშაობს

ეს გაკვეთილის ეკრანია. გადაატარე კურსორი თითოეულ ნაწილს, რომ ნახო რას აკეთებს.

გაკვეთილების ხაზი

მოდულის გაკვეთილები ერთ ხაზზეა გამოსახული. მწვანე წერტილი ასახავს გავლილ გაკვეთილს, ნაცრისფერი - გასავლელს, ხოლო ლურჯად შემოხაზული იმ გაკვეთილს, რომელზეც იმყოფები.

მახასიათებლები

AI თანაშემწე

მოსწავლეებს ნებისმიერ დროს გვერდით ჰყავთ AI თანაშემწე, რომელმაც კურსის მასალა სრულად იცის და კურსთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხობს.

ერთწლიანი წვდომა

კურსზე ჩაწერიდან ერთი წლის განმავლობაში კურსი შენია. ნებისმიერ გაკვეთილს დაუბრუნდები იმდენჯერ, რამდენჯერაც დაგჭირდება.

უნიკალური სერტიფიკატი

დაასრულე კურსი და მიიღე სერტიფიკატი უნიკალური კოდით. დამსაქმებელს მისი გადამოწმება ლერნოს ანგარიშის გარეშეც შეუძლია. სერტიფიკატი წვდომის ვადის გასვლის შემდეგაც ძალაში რჩება.

ჩვენი მისია

ლერნოს მისიაა უნარებისა და ცოდნის ციფრული ბიბლიოთეკის შექმნა. ყველა იმსახურებს, რომ ისწავლოს სასურველ დროს, სასურველი ტემპით და საკუთარ კომფორტულ გარემოში.

ასწავლე ლერნოზე

Excel-ის კურსი მხოლოდ დასაწყისია. გვინდა, ბიბლიოთეკა ერთად გავზარდოთ. თუ გაქვს ცოდნა, რომლის გაზიარებაც გსურს, მოდი შენი კურსი შევქმნათ: შენ მოგაქვს ცოდნა და გამოცდილება, ჩვენ კი ვუზრუნველყოფთ პლატფორმას, სასწავლო დიზაინსა და AI ინსტრუმენტებს.

გახდი პარტნიორი