კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026-09-03
1. შესავალი
წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა აღწერს შპს „ლერნოს" (ს/ნ: 405879429) (შემდეგში „ჩვენ" ან/და „კომპანია") მიერ შექმნილი პლატფორმა „ლერნოს" მომხმარებლების პერსონალური მონაცემების, მათ შორის ვებგვერდის https://lerno.ge/-ს მეშვეობით დამუშავების პროცესს, მის ფარგლებს, მიზანს, საფუძვლებს და ასევე წარმოგიდგენთ თქვენს უფლებებს და მათი რეალიზების მექანიზმებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ინფორმაცია კომპანიის შესახებ
2.1.სრული სახელწოდება: შპს „ლერნო" (ს/ნ: 405879429)
2.2.რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
2.3.საკონტაქტო ელ-ფოსტა: luka@lerno.ge
3. რა მონაცემებს ვამუშავებთ
3.1. მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო მონაცემები
3.1.1.სახელი და გვარი (ქართულად და ინგლისურად)
3.1.2.ელექტრონული ფოსტის მისამართი
3.1.3.პროფილის ფოტო, თუ რეგისტრაცია Google-ის ანგარიშით მოხდა
3.1.4.პირადი ნომერი: სავალდებულო, ყველა მომხმარებლისგან რეგისტრაციისას (იხ. 3.5)
3.1.5.ტელეფონის ნომერი: არასავალდებულო
3.2. სწავლის მიმდინარეობის მონაცემები
3.2.1.რომელ კურსზე გაქვთ წვდომა და როდის დაიწყეთ
3.2.2.პროგრესი პროცენტულად და დასრულებული კომპონენტების ჩამონათვალი
3.2.3.კურსზე დახარჯული საერთო დრო და ცალკეულ გაკვეთილზე დახარჯული დრო პირველი გავლისას
3.2.4.რომელ კითხვაზე ნახეთ პასუხი მისი დამოუკიდებლად გაცემის გარეშე
3.2.5.მოპოვებული უნარები და გაცემული სერტიფიკატები
3.2.6.შენახული („მოსანიშნი") კურსები და გაკვეთილები
3.3. მოწყობილობისა და სესიის მონაცემები
3.3.1.მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც თქვენს ბრაუზერში იქმნება
3.3.2.ბრაუზერისა და მოწყობილობის აღწერა (user agent)
3.3.3.მოწყობილობის რეგისტრაციისა და ბოლო აქტივობის დრო
ეს მონაცემები ანგარიშზე დაკავშირებული მოწყობილობების რაოდენობის შეზღუდვას ემსახურება (იხ. წესები და პირობები, პუნქტი 8.3).
3.4. გადახდის მონაცემები
3.4.1.გადახდის თანხა, ვალუტა და თარიღი
3.4.2.გადახდის მეთოდი (ბარათი ან ინვოისი) და გადახდის სტატუსი
3.4.3.გადახდის პროვაიდერის მიერ მინიჭებული შეკვეთისა და გადახდის იდენტიფიკატორები
ბარათის ნომერს, მოქმედების ვადას და CVV-ს კომპანია არ იღებს და არ ინახავს. ეს მონაცემები პირდაპირ გადახდის პროვაიდერს მიეწოდება.
3.5. პირადი ნომრის შესახებ ცალკე
პირად ნომერს რეგისტრაციისას ყველა მომხმარებელს ვთხოვთ. მიზანი არის თაღლითობის პრევენცია და სერტიფიკატის სანდოობა: სერტიფიკატი კონკრეტულ პიროვნებას უნდა ეკუთვნოდეს და ერთი და იგივე პირი არ უნდა ჩაითვალოს რამდენიმე სხვადასხვა მოსწავლედ. საფუძველი: კომპანიის ლეგიტიმური ინტერესი.
პირად ნომერზე წვდომა აქვს მხოლოდ კომპანიის ადმინისტრატორს. არც სხვა მომხმარებელი და არც კურსზე წვდომის უზრუნველმყოფი ორგანიზაცია მას ვერ ხედავს. მომხმარებელი მას თავად ვერ შეცვლის: გასწორება კომპანიისთვის მიმართვით ხდება.
4. რატომ ვამუშავებთ ამ მონაცემებს
4.1.თქვენი იდენტიფიცირება და ანგარიშის მართვა
4.2.კურსზე წვდომის მინიჭება და სწავლის მიმდინარეობის აღრიცხვა
4.3.სერტიფიკატის გაცემა და მისი ნამდვილობის დადასტურება
4.4.ანგარიშსწორება და შესყიდვის აღრიცხვა
4.5.ტექნიკური მხარდაჭერა და ხარვეზების აღმოფხვრა
4.6.პლატფორმის უსაფრთხოება, ანგარიშის არამართლზომიერი გაზიარებისა და თაღლითობის პრევენცია
4.7.მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
4.8.კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება
4.9.თქვენი ცალკე თანხმობის არსებობისას, პირდაპირი მარკეტინგი (იხ. 4.1)
4.10. პირდაპირი მარკეტინგი
თქვენი ცალკე, ნებაყოფლობითი თანხმობის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტით გამოგიგზავნით ინფორმაციას სიახლეების, ახალი კურსების, განახლებებისა და შეთავაზებების შესახებ. ამ მიზნით ვამუშავებთ მხოლოდ თქვენს სახელს და ელექტრონული ფოსტის მისამართს.
4.10.1.თანხმობა ნებაყოფლობითია. მის გარეშეც სრულად შეგიძლიათ პლატფორმით სარგებლობა და კურსის გავლა.
4.10.2.თანხმობა ცალკე ფიქსირდება და არ არის წესებსა და პირობებზე დათანხმების ნაწილი.
4.10.3.თანხმობა ნებისმიერ დროს, უსასყიდლოდ და დასაბუთების გარეშე შეგიძლიათ გამოიხმოთ: ყოველ წერილში იქნება გამოწერის გაუქმების ბმული. ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ luka@lerno.ge-ზე.
4.10.4.თანხმობის გამოხმობა არ იმოქმედებს კურსზე თქვენს წვდომაზე.
5. მონაცემთა დამუშავების საფუძველი
კომპანიაში თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. მონაცემთა დამუშავების დროს შესაძლოა არსებობდეს ერთი ან ერთდროულად რამდენიმე საფუძველი:
5.1.თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
5.2.დამუშავება აუცილებელია თქვენთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან თქვენი მოთხოვნით გარიგების დასადებად;
5.3.დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
5.4.დამუშავება საჭიროა კომპანიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
5.5.დამუშავება აუცილებელია კომპანიის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
5.6.დამუშავება აუცილებელია თქვენი განცხადების განსახილველად და მომსახურების გასაწევად.
6. ვის გადაეცემა თქვენი მონაცემები
6.1. Google (Firebase)
პლატფორმა მთლიანად Google-ის ინფრასტრუქტურაზეა აგებული: ავტორიზაცია, მონაცემთა ბაზა, ფაილების საცავი და ჰოსტინგი. ამასთან, Google-ის ანგარიშით შესვლის არჩევისას Google ჩვენთვის თქვენი იდენტიფიკაციის მომწოდებელიცაა და გვაწვდის თქვენს სახელს, ელ-ფოსტასა და პროფილის ფოტოს.
6.2. Anthropic (AI თანაშემწე)
პლატფორმაზე ხელმისაწვდომია AI თანაშემწე. როცა მას შეკითხვას უსვამთ, კომპანია Anthropic PBC-ს (აშშ) უგზავნის:
6.2.1.მიმდინარე გაკვეთილის ტექსტს და კურსის დასახელებას
6.2.2.თქვენ მიერ აკრეფილ შეკითხვებს და მიმდინარე საუბრის ბოლო რეპლიკებს
თქვენი სახელი, ელ-ფოსტა, პირადი ნომერი ან ანგარიშის იდენტიფიკატორი Anthropic-ს არ ეგზავნება. საუბრის ისტორიას კომპანია არ ინახავს.
ეს არის მონაცემთა გადაცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ. სწორედ ამიტომ გირჩევთ, AI თანაშემწესთან მიმოწერაში პერსონალური ინფორმაცია არ მიუთითოთ.
6.3. Flitt (გადახდები)
ბარათით გადახდას ამუშავებს გადახდის პროვაიდერი Flitt. ბარათის მონაცემებს პირდაპირ თქვენ აწვდით მას და ისინი ლერნოს არ გადმოეცემა. ჩვენ ვიღებთ მხოლოდ გადახდის შედეგს, თანხას, ვალუტასა და პროვაიდერის იდენტიფიკატორებს.
6.4. ორგანიზაცია, რომელმაც კურსზე წვდომა უზრუნველყო
თუ კურსზე წვდომა თქვენ დამსაქმებელმა ან სხვა ორგანიზაციამ უზრუნველყო, ამ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი პლატფორმაზე ხედავს:
6.4.1.თქვენს სახელს, გვარსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს
6.4.2.თითოეულ კურსზე თქვენს პროგრესს პროცენტულად
6.4.3.კურსზე დახარჯულ დროს
6.4.4.დასრულებულია თუ არა კურსი და როდის
6.4.5.დასრულებული კურსებით მოპოვებულ უნარებს
ეს ინფორმაცია ეხება მხოლოდ იმ კურსებს, რომლებზეც წვდომა ორგანიზაციამ უზრუნველყო. პირად ნომერს ორგანიზაცია ვერ ხედავს.
6.5. სამართალდამცავი და სახელმწიფო ორგანოები
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაცემები შეიძლება გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოებს ან სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო დაწესებულებას.
7. რა ხდება საჯარო
7.1. სერტიფიკატის ვერიფიკაცია
ყოველ სერტიფიკატს აქვს უნიკალური კოდი. ამ კოდის ცოდნის შემთხვევაში ნებისმიერს, მათ შორის ლერნოზე ანგარიშის გარეშე, შეუძლია ნახოს თქვენი სახელი და გვარი, კურსის დასახელება და დასრულების თარიღი. კოდის გარეშე სერტიფიკატის მოძებნა ან სიის მიღება შეუძლებელია.
ეს განზრახ არის ასე: სერტიფიკატის აზრი სწორედ ისაა, რომ დამსაქმებელმა მისი ნამდვილობა შეამოწმოს.
7.2. კურსის შეფასებები
თუ კურსს შეფასებას დაუტოვებთ, თქვენი სახელი და გვარი საჯაროდ ჩანს კურსის გვერდზე შეფასების ტექსტთან და ვარსკვლავებთან ერთად. პროფილის ფოტო არ ქვეყნდება. შეფასების დატოვება ნებაყოფლობითია.
8. Cookie ფაილები და ბრაუზერის მეხსიერება
| დასახელება | სად | რისთვის |
|---|---|---|
| session | Cookie ფაილი | ავტორიზაციის შენარჩუნება |
| lerno_language | Cookie ფაილი | არჩეული ენა, გვერდის ჩატვირთვისთანავე |
| sidebar:state | Cookie ფაილი | გვერდითი პანელი ღიაა თუ დახურული |
| theme | ბრაუზერის მეხსიერება | ღია ან მუქი გაფორმება |
| lerno_device_id | ბრაუზერის მეხსიერება | მოწყობილობის ამოცნობა სესიის შეზღუდვისთვის |
| _ga, _ga_CEL7S1PRY2 | Cookie ფაილი (მხოლოდ თანხმობით) | Google Analytics: ვიზიტების და გვერდების სტატისტიკა |
| lerno_cookie_consent | ბრაუზერის მეხსიერება | Cookie ფაილებზე თქვენი პასუხის დამახსოვრება |
პირველი ხუთი აუცილებელია პლატფორმის მუშაობისთვის ან თქვენი პარამეტრების დასამახსოვრებლად და თანხმობას არ საჭიროებს. ბოლო ჩანაწერი თავად თქვენს პასუხს ინახავს, ამიტომ ისიც აუცილებელია.
Google Analytics მხოლოდ თქვენი თანხმობით ირთვება. სანამ „ყველა Cookie ფაილის მიღებას" აირჩევთ, Google-ის სკრიპტი არ იტვირთება და Google-ს არცერთი მოთხოვნა არ ეგზავნება: არა მხოლოდ Cookie ფაილი არ იწერება, არამედ კავშირიც არ მყარდება. თუ „მხოლოდ საჭიროს მიღებას" აირჩევთ, ანალიტიკა საერთოდ არ ჩაირთვება.
ანალიტიკის მონაცემებს ამუშავებს Google LLC (აშშ). ჩვენ ვხედავთ მხოლოდ შეჯამებულ სტატისტიკას: რამდენი ვიზიტორი იყო, საიდან მოვიდნენ, რომელი გვერდები ნახეს. თქვენს სახელს, ელ-ფოსტას ან პირად ნომერს Google-ს არ ვუზიარებთ.
გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აქვე, ქვემოთ მოცემული ღილაკით. თანხმობის გატანა ისეთივე მარტივია, როგორც მისი მიცემა.
ანალიტიკისა და რეკლამის Cookie ფაილები
ლერნოს აქვს ერთადერთი არააუცილებელი Cookie ფაილი: ანალიტიკის. ვიყენებთ Google Analytics-ს, რომ ვნახოთ, რამდენი ვიზიტორი გვყავს, საიდან მოდიან და რომელ გვერდებს ათვალიერებენ. სარეკლამო თვალთვალის Cookie ფაილი არ გვაქვს: Meta Pixel ან სხვა მსგავსი სერვისი პლატფორმაზე არ არის ინტეგრირებული, თქვენს ქცევას სხვა ვებ-გვერდებზე არ ვადევნებთ თვალს და სარეკლამო პროფილს არ ვაწყობთ.
ამიტომ პირველივე ვიზიტზე გხვდებათ Cookie ფაილების ბანერი ორი ღილაკით. „მხოლოდ საჭიროს მიღება" ნიშნავს, რომ ანალიტიკა საერთოდ არ ჩაირთვება: Google-ის სკრიპტი არ იტვირთება და Google-ს არცერთი მოთხოვნა არ ეგზავნება. ზემოთ ჩამოთვლილი დანარჩენი ჩანაწერები პლატფორმის მუშაობისთვისაა აუცილებელი და თანხმობას არ საჭიროებს.
პასუხის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აქვე, ქვემოთ მოცემული ღილაკით. თანხმობის გატანა ისეთივე მარტივია, როგორც მისი მიცემა.
თუ მომავალში სხვა არააუცილებელ Cookie ფაილს დავამატებთ, ეს გვერდი განახლდება და ბანერიც შესაბამისად შეიცვლება.
როგორ მართავთ Cookie ფაილებს
Cookie ფაილების წაშლა ან დაბლოკვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრებიდან. გაითვალისწინეთ, რომ `session` Cookie ფაილის დაბლოკვისას პლატფორმაზე შესვლა ვერ მოხდება, ხოლო დანარჩენების წაშლისას თქვენი არჩეული ენა და გაფორმება ნაგულისხმევ მდგომარეობას დაუბრუნდება.
9. რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს
9.1.ანგარიშისა და სწავლის მონაცემები ინახება მანამ, სანამ თქვენი ანგარიში აქტიურია
9.2.ანგარიშის წაშლა დაუყოვნებლივ ხდება და მისი გაუქმება შეუძლებელია
9.3.წაშლისას იშლება თქვენი პროფილი, სწავლის მიმდინარეობის მონაცემები, მოწყობილობებისა და სესიების ჩანაწერები
9.4. რა რჩება ანგარიშის წაშლის შემდეგაც
ა) უკვე გაცემული სერტიფიკატები. სერტიფიკატი ადასტურებს ფაქტს, რომელიც რეალურად შესრულდა: თქვენ კურსი გაიარეთ. ამიტომ სერტიფიკატის ჩანაწერი რჩება და მისი უნიკალური კოდით შემოწმება ანგარიშის წაშლის შემდეგაც მუშაობს. შემოწმებისას კვლავ ჩანს თქვენი სახელი და გვარი, კურსის დასახელება და დასრულების თარიღი.
საფუძველი: კომპანიისა და მესამე პირების ლეგიტიმური ინტერესი, რომ გაცემულ სერტიფიკატს ენდობოდნენ. დამსაქმებელი, რომელსაც კოდი უკვე გადაეცა, უნდა რჩებოდეს დარწმუნებული, რომ სერტიფიკატი ნამდვილია. ეს არის გამონაკლისი წაშლის უფლებიდან და ღიად ითქვა სწორედ ამიტომ: თუ ანგარიშს წაშლით, თქვენი სახელი სერტიფიკატიდან არ იშლება.
ბ) ბუღალტრული და საგადასახადო ჩანაწერები: შესყიდვის თანხა, თარიღი და გადახდის იდენტიფიკატორები. ინახება კანონმდებლობით დადგენილი ვადით. ეს არჩევანი არ არის, კანონისმიერი ვალდებულებაა.
10. უსაფრთხოება
კომპანია იღებს სათანადო უსაფრთხოების ზომებს, რათა დაიცვას მის კონტროლს ქვეშ არსებული მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, მათი უკანონო გამოყენებისგან და გამჟღავნებისგან, განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან.
11. თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება:
11.1.მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, მუშავდება თუ არა თქვენი მონაცემები, რა საფუძვლითა და მიზნით, საიდან მოვიპოვეთ, რამდენ ხანს ვინახავთ და ვის გადავცემთ
11.2.გაეცნოთ თქვენს მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ მათი ასლი
11.3.მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება
11.4.მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება
11.5.მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში
11.6.მიიღოთ თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები მანქანურად წაკითხვად ფორმატში ან მოითხოვოთ მათი სხვა პასუხისმგებელ პირზე გადაცემა
11.7.არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენთვის არსებითი შედეგის მომტანია
11.8.ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ გაცემული თანხმობა
11.9.ნებისმიერ დროს და უსასყიდლოდ გამოიხმოთ პირდაპირი მარკეტინგისთვის გაცემული თანხმობა
ამ უფლებების გამოსაყენებლად მოგვწერეთ: luka@lerno.ge. მოთხოვნის შესრულებამდე თქვენს იდენტიფიკაციას მოვახდენთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ინფორმაცია სწორ ადამიანს მიეწოდება.
12. გასაჩივრების უფლება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.
13. ცვლილებები პოლიტიკაში
კომპანია იტოვებს უფლებას, საჭიროებისას განაახლოს მოცემული პოლიტიკა. მასში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, თქვენ გეცნობებათ ამის შესახებ.