ჩვენს შესახებ

ლერნო ქართული საგანმანათლებლო პლატფორმაა. ვამზადებთ კურსებს იმ პრაქტიკულ უნარებზე, რომლებსაც ქართული შრომის ბაზარი რეალურად ითხოვს და ვასწავლით ისე, რომ სწავლა დასრულდეს და არა მიტოვდეს.

რატომ ტექსტი და არა ვიდეო

ჩვენი კურსები ტექსტურია, ილუსტრაციებით და ჩამოსატვირთი სავარჯიშო ფაილებით. ეს შეგნებული არჩევანია, არა კომპრომისი. ტექსტს თქვენი ტემპით კითხულობთ, კონკრეტულ ფორმულას ან მენიუს გზას მყისვე უბრუნდებით და ვიდეოში იმ წამის ძებნას არ ხარჯავთ, სადაც ის ერთი საჭირო ნაბიჯი იყო ნაჩვენები.

ყოველი გაკვეთილი პრაქტიკულ ამოცანაზეა აგებული. სავარჯიშო ფაილს ჩამოტვირთავთ, საკუთარ Excel-ში ხსნით და ის, რაც წაიკითხეთ, იმავე წუთს აკეთებთ.

AI თანაშემწე

თვითსწავლების ყველაზე რთული მომენტი ისაა, როცა რამე არ გამოგდით და კითხვის დასმა არავისთან გაქვთ. ამიტომ ყოველ გაკვეთილს ახლავს AI თანაშემწე, რომელსაც მიმდინარე გაკვეთილზე შეკითხვას უსვამთ და პასუხს იმ კონტექსტში იღებთ, რომელშიც ხართ.

ის დამხმარე ინსტრუმენტია და არა მასწავლებლის შემცვლელი: პასუხები ავტომატურად გენერირდება და შეიძლება უზუსტობა შეიცავდეს. ამას ღიად ვწერთ, რადგან სხვაგვარად თქმა არაკეთილსინდისიერი იქნებოდა.

სერტიფიკატი, რომლის შემოწმებაც შეიძლება

კურსის დასრულებისას სერტიფიკატს იღებთ, რომელსაც უნიკალური კოდი აქვს. დამსაქმებელს, რომელსაც ამ კოდს გადასცემთ, ლერნოზე ანგარიშის გარეშეც შეუძლია შემოწმება და დაინახავს თქვენს სახელს, კურსის დასახელებასა და დასრულების თარიღს. სერტიფიკატი, რომლის ნამდვილობის დადასტურება შეუძლებელია, ფურცელია და არა მტკიცებულება.

ორგანიზაციებისთვის

კომპანიებს, უნივერსიტეტებსა და საჯარო სექტორს კურსებზე წვდომას ჯგუფურად ვთავაზობთ, ინვოისით ანგარიშსწორებით. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი ხედავს თანამშრომლების პროგრესს იმ კურსებზე, რომლებზეც წვდომა თავად უზრუნველყო. ამას თანამშრომელსაც ვუმხელთ, რადგან ეს მისი მონაცემებია: დეტალები კონფიდენციალურობის პოლიტიკის 6.4 პუნქტშია.

კომპანიის შესახებ

  • სრული სახელწოდება: შპს „ლერნო" (ს/ნ: 405879429)
  • რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
  • ელ. ფოსტა: luka@lerno.ge

იურიდიული დოკუმენტები: წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა.