წესები და პირობები

ბოლო განახლება: 2026-09-03

წინამდებარე წესები და პირობები აწესრიგებს შპს „ლერნოს" (ს/ნ: 405879429) (შემდეგში მოხსენიებული როგორც „ჩვენ" ან/და „კომპანია") და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშობა კომპანიის ვებ-გვერდზე (https://lerno.ge/-ზე, შემდგომში მოხსენიებული როგორც „პლატფორმა" ან/და „ვებ-გვერდი"), თქვენი, როგორც მომხმარებლის რეგისტრაციით, ასევე თქვენ მიერ ვებ-გვერდის საშუალებით პროდუქციის ან/და მომსახურების შეძენის დროს. ასევე, წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურების/პროდუქციის შეძენისა და მისი ანგარიშსწორების პირობებს.

წესებზე და პირობებზე დათანხმებით, თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად გაეცანით მათ და გამოხატავთ თანხმობას, რომ თქვენ მიერ კომპანიის ნებისმიერი პროდუქციის (მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული კურსებისა, თუ სხვა დამატებითი მომსახურების) შეძენის, მიწოდებისა თუ პლატფორმის გამოყენების შემთხვევაში, იმოქმედებს წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული დებულებები.

ამასთანავე, წინამდებარე წესებზე და პირობებზე დათანხმებით აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანიის მიერ განხორციელდეს თქვენი რეგისტრაცია კომპანიის ვებ-გვერდზე მომხმარებლისათვის შექმნილ პლატფორმაზე, ხოლო პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, დამუშავდება წინამდებარე წესებსა და პირობებში და კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით თქვენ ასევე აცხადებთ, რომ:

  • გაგაჩნიათ სრული ქმედუნარიანობა და უფლებაუნარიანობა, გამოხატოთ თქვენი ნება და აიღოთ წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
  • იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენთ შეზღუდული ქმედუნარიანობის/უფლებაუნარიანობის მქონე სუბიექტს, წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით ადასტურებთ, რომ მოპოვებული გაქვთ შესაბამისი პირის თანხმობა;
  • არ იმყოფებით რაიმე ზემოქმედების, ზეწოლის, მუქარისა თუ სხვა, თქვენი ნების ეჭვქვეშ დამყენებელი გარემოების ქვეშ;
  • თქვენ მიერ ვებ-გვერდზე შეყვანილი და კომპანიისათვის მიწოდებული ნებისმიერი მონაცემი არის სრული, ზუსტი და უტყუარი;
  • თქვენი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის ინტერესების, უფლებების დაზიანებისაკენ;
  • თქვენ კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებთ თქვენ მიერ მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე წესებითა და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს.

1. ტერმინთა განმარტება

კომპანია/ჩვენ: საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შპს „ლერნო" (ს/ნ: 405879429), რეგისტრირებული ქ. თბილისში, საქართველო.

პლატფორმა: ვებ-გვერდი https://lerno.ge/ და მასთან დაკავშირებული ციფრული სერვისები.

საგანმანათლებლო კურსი: პლატფორმაზე განთავსებული ციფრული სასწავლო კონტენტი: ტექსტური სასწავლო მასალა ილუსტრაციებით, ჩამოსატვირთი სავარჯიშო ფაილები და შესამოწმებელი კითხვები, რომელზე წვდომის უფლებაც გააჩნია რეგისტრირებულ მომხმარებელს.

მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს კომპანიის პლატფორმის საშუალებით ისარგებლოს შემოთავაზებული მომსახურებით ან/და შეიძინოს კომპანიის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტი ან/და მომსახურება.

2. პლატფორმაზე რეგისტრაცია და მონაცემების აღდგენა

2.1.მომხმარებელი კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრირდება წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.

2.2.კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ორი გზით:

2.2.1.სარეგისტრაციო ფორმის შევსებით, რომელიც მოიცავს მომხმარებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და პაროლს. რეგისტრაციის შემდეგ კომპანია მითითებულ მისამართზე აგზავნის დადასტურების ბმულს. დადასტურება აუცილებელია პაროლის აღდგენისთვის;

2.2.2.Google-ის ანგარიშით ავტორიზაციით, რა დროსაც კომპანია Google-ისგან იღებს მომხმარებლის სახელს, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და პროფილის ფოტოს.

ორივე შემთხვევაში რეგისტრაცია მთავრდება მხოლოდ მაშინ, როცა მომხმარებელი მიუთითებს პირად ნომერს და დაეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს. პირადი ნომრის დამუშავების მიზეზი კონფიდენციალურობის პოლიტიკის 3.5 პუნქტშია აღწერილი.

2.3.კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებით შეცვალოს კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრაციისათვის ან/და ავტორიზაციისათვის აუცილებელი შესავსები ველები და მონაცემები და საჭიროებისას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ შევსებული ინფორმაციის უტყუარობა, სისრულე და სიზუსტე. ამასთანავე, საჭიროებისას, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ვერიფიკაციის მიზნით და მომხმარებლის მიერ კომპანიის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ან/და წინამდებარე წესებისა და პირობების, თუ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს შეუზღუდოს ან/და გაუუქმოს რეგისტრაცია.

2.4.მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია შეიტანოს ცვლილება კომპანიის პლატფორმაზე მითითებულ მონაცემებში. თუმცა, მომხმარებელი ვალდებულია, ასეთი მონაცემი ყოველთვის იყოს სრული, უტყუარი და ნამდვილი და მომხმარებელმა დააკმაყოფილოს წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

2.5.იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს დაავიწყდა პლატფორმაზე შესასვლელი პაროლი, ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემების აღდგენა ხორციელდება მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოგზავნილი აღდგენის ბმულის მეშვეობით, ან წინამდებარე წესებში მითითებულ საკონტაქტო არხზე კომპანიასთან დაკავშირების გზით.

2.6.პლატფორმაზე დამოუკიდებლად რეგისტრაცია და კურსის შეძენა შეუძლია პირს, რომელსაც შესრულებული აქვს 18 წელი. 18 წლამდე ასაკის პირს პლატფორმით სარგებლობა შეუძლია მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, ან იმ ორგანიზაციის მეშვეობით, რომელმაც მას კურსზე წვდომა უზრუნველყო.

3. კურსის შეძენის და გამოყენების ზოგადი წინაპირობები

3.1.ლერნო მომხმარებელს სთავაზობს დისტანციური სწავლების შესაძლებლობას სხვადასხვა სფეროში.

3.2.კურსის შესაძენად მომხმარებელი ვალდებულია დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე https://lerno.ge/, შეიყვანოს საკუთარი პირადი მონაცემები წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად და სასურველი კურსის არჩევის შემდეგ გადაიხადოს კურსის საფასური.

3.3.კონკრეტული კურსის საფასური მოცემულია კურსის აღწერაში და იგი შესაძლოა განსხვავებული იყოს კურსის საგნის, მოცულობისა და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

3.4.კურსის შერჩევა ხდება პლატფორმაზე ხელმისაწვდომი გვერდებიდან. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს კურსების შეთავაზების ფორმა და ისინი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა გვერდიდან თუ ტექნიკური საშუალებით.

3.5.კურსზე წვდომის მიღების შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა შეზღუდული, პერსონალური, არაექსკლუზიური და გადაუცემელი უფლება, გამოიყენოს კურსის მასალები მხოლოდ და მხოლოდ პირადი საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

3.6.მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, სისრულეზე და უტყუარობაზე, რასაც იგი ლერნოს მიაწვდის რეგისტრაციისას ან შემდგომში პირადი პროფილის მონაცემების განახლებისას.

3.7.კურსზე წვდომა, რომელიც მომხმარებელმა შეიძინა ან/და მიიღო, ძალაშია კურსის მიღების დღიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში და ამ პერიოდში შენარჩუნებულია მანამ, სანამ მომხმარებლის ანგარიში აქტიურია და კურსი პლატფორმაზეა განთავსებული. ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელს იმავე კურსზე წვდომის ხელახლა მიღება ახალი შეძენით შეუძლია. უკვე გაცემული სერტიფიკატი წვდომის ვადის გასვლის შემდეგაც ძალაშია და მისი გადამოწმება შესაძლებელია.

3.8.პლატფორმა მოიცავს ხელოვნური ინტელექტის დამხმარეს („AI თანაშემწე"), რომელსაც მომხმარებელს შეუძლია მიმდინარე გაკვეთილთან დაკავშირებული შეკითხვები დაუსვას. AI თანაშემწე დამხმარე ინსტრუმენტია და არ ანაცვლებს კურსის სასწავლო მასალას. კომპანია უფლებამოსილია შეზღუდოს AI თანაშემწით სარგებლობის ინტენსივობა ერთი მომხმარებლის მიმართ.

4. კურსის დასრულება

4.1.ლერნოს პლატფორმაზე განთავსებული კურსი შეიძლება მოიცავდეს სერტიფიკატის გაცემის საშუალებას. კონკრეტული საგანმანათლებლო კურსისთვის სერტიფიკატის ხელმისაწვდომობის თაობაზე ინფორმაცია მითითებულია ყოველი საგანმანათლებლო კურსის აღწერაში.

4.2.სერტიფიკატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სრულად გაივლის საგანმანათლებლო კურსს, რაც დადასტურდება პლატფორმაზე კურსის ყველა კომპონენტის დასრულებით.

4.3.სერტიფიკატი გაიცემა ელექტრონული ფორმით და ხელმისაწვდომია მომხმარებლის პირადი ანგარიშიდან.

4.4.ყოველ სერტიფიკატს ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი. პლატფორმის შესაბამის გვერდზე ამ კოდის მითითებით სერტიფიკატის ნამდვილობის შემოწმება შეუძლია ნებისმიერს, ვისაც კოდი გადაეცემა, მათ შორის ლერნოზე ანგარიშის გარეშე. შემოწმებისას ჩანს სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი, კურსის დასახელება და კურსის დასრულების თარიღი. კოდის გარეშე სერტიფიკატის მოძიება შეუძლებელია.

5. ინტელექტუალური საკუთრება

5.1.პლატფორმაზე განთავსებული ყველა მასალა (ტექსტი, გრაფიკა, სავარჯიშო ფაილები, ვიდეო, აუდიო) წარმოადგენს კომპანიის ან/და მისი ავტორის ინტელექტუალურ საკუთრებას.

6. ანგარიშსწორება და დაბრუნების პოლიტიკა

6.1.კურსის ღირებულება მითითებულია პლატფორმაზე და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

6.2.ბარათით გადახდა ხორციელდება პლატფორმაზე ინტეგრირებული გადახდის პროვაიდერის, Flitt-ის მეშვეობით. ბარათის მონაცემებს პირდაპირ პროვაიდერს აწვდით და ისინი კომპანიას არ გადმოეცემა.

6.3.ციფრული პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე (როდესაც მასალაზე წვდომა მომენტალურია), შეძენილი კურსის საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კურსი ტექნიკურად გაუმართავია და კომპანია ვერ უზრუნველყოფს ხარვეზის აღმოფხვრას გონივრულ ვადაში.

6.4.იმ შემთხვევაში, თუ კურსის ან კურსების ერთობლიობის შემძენია იურიდიული პირი, ანგარიშსწორება განხორციელდება საბანკო ანგარიშსწორების მეშვეობით, ლერნოს მიერ გამოწერილი და იურიდიული პირისთვის გაგზავნილი ინვოისის საფუძველზე.

7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

7.1.ლერნო არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ მიღებულ შედეგებზე. კურსში მოცემული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება ხდება მომხმარებლის საკუთარი შეფასებით.

7.2.კომპანია არ აგებს პასუხს ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე (მათ შორის ფინანსურ ზარალზე ან ფიზიკურ დაზიანებაზე), რომელიც შეიძლება გამოიწვიოს კურსში მოცემული ინსტრუქციების შესრულებამ.

7.3.პლატფორმა არ იძლევა გარანტიას, რომ ვებ-გვერდი იმუშავებს უწყვეტად, შეფერხებების გარეშე. ტექნიკური სამუშაოების დროს წვდომა შეიძლება დროებით შეიზღუდოს.

7.4.AI თანაშემწის პასუხები ავტომატურად გენერირდება და შესაძლოა იყოს არაზუსტი ან არასრული. ისინი არ წარმოადგენს კომპანიის ოფიციალურ პოზიციას და არ უნდა იქნეს გამოყენებული პროფესიული ან სამართლებრივი რჩევის სახით. მომხმარებელმა AI თანაშემწესთან მიმოწერაში არ უნდა მიუთითოს პერსონალური ან კონფიდენციალური ინფორმაცია.

8. მომხმარებლის ვალდებულებები

8.1.მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს ზუსტი, სრული და უტყუარი ინფორმაცია.

8.2.მომხმარებელმა უნდა დაიცვას ეთიკის ნორმები კურსების შეფასებებსა და კომენტარებში. აკრძალულია შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ან კანონსაწინააღმდეგო შინაარსის კონტენტის გავრცელება. კომპანია უფლებამოსილია მოდერაცია გაუწიოს მომხმარებლის მიერ გაკეთებულ კომენტარებს და კურსების შეფასებებს და, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არღვევს წინამდებარე წესებსა და პირობებს ან/და მოქმედ კანონმდებლობას, წაშალოს ისინი.

8.3.მომხმარებელი ვალდებულია არ დაუშვას მესამე პირთა წვდომა მის პირად ანგარიშზე, რომელიც ლერნოზე აქვს. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებელი უფლებამოსილია საგანმანათლებლო პლატფორმით ისარგებლოს მხოლოდ ერთი მოწყობილობით. ამასთანავე, მომხმარებელი უფლებამოსილია მის ანგარიშს დაუკავშიროს მხოლოდ 1 (ერთი) მოწყობილობა. რეგისტრირებული მოწყობილობის შეცვლა შესაძლებელია, თუმცა მომდევნო შეცვლა დაიშვება მხოლოდ წინა შეცვლიდან 60 (სამოცი) დღის გასვლის შემდეგ. ლერნო უფლებამოსილია დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე (მათ შორის მოწყობილობის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში) აღნიშნული ვადა შეამციროს. ლერნო იტოვებს უფლებას დამატებითი ტექნიკური შეზღუდვების დაწესებით შეზღუდოს ერთი მომხმარებლის მიერ საკუთარ ანგარიშზე მესამე პირთა წვდომა (მათ შორის და არამხოლოდ: IP მისამართების შეზღუდვა, ორფაქტორიანი ავტორიზაცია და ა.შ.).

8.4.მომხმარებელს ეკრძალება:

8.4.1.კურსის მასალების ჩაწერა, კოპირება, გავრცელება ან მესამე პირებისთვის გადაცემა;

8.4.2.პირადი პროფილის მონაცემების (მომხმარებლის სახელი/პაროლი) სხვისთვის გაზიარება კურსზე ერთობლივი წვდომის მიზნით;

8.4.3.კურსის კონტენტის გამოყენება კომერციული მიზნებისთვის.

8.5.ამ პუნქტის დარღვევა გამოიწვევს მომხმარებლის ანგარიშის დაუყოვნებლივ დაბლოკვას თანხის დაბრუნების უფლების გარეშე, ხოლო კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის დამატებითი ვადის მიცემის უშედეგოდ გასვლის შემდგომ, კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს მომხმარებლის რეგისტრაცია/ანგარიში და ასევე დააყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი.

9. პერსონალურ მონაცემთა დაცვა

9.1.მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

9.2.მონაცემთა დამუშავების დეტალური პირობები მოცემულია ლერნოს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, რომელიც ხელმისაწვდომია ცალკეულ ბმულზე და წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

9.3.თუ კურსზე წვდომა მომხმარებელს უზრუნველყო დამსაქმებელმა ან სხვა ორგანიზაციამ, ამ ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს პლატფორმაზე ხელმისაწვდომი აქვს შემდეგი ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, კურსის პროგრესი პროცენტულად, კურსზე დახარჯული დრო, კურსის დასრულების სტატუსი და დასრულებული კურსებით მოპოვებული უნარები. ეს ინფორმაცია ეხება მხოლოდ იმ კურსებს, რომლებზეც წვდომა ორგანიზაციამ უზრუნველყო.

10. ცვლილებები პირობებში

10.1.ლერნო იტოვებს უფლებას, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში.

10.2.ცვლილება ძალაში შედის განახლებული წესებისა და პირობების პლატფორმაზე გამოქვეყნებით. გამოქვეყნებულ დოკუმენტზე მითითებულია ბოლო განახლების თარიღი.

10.3.ცვლილებების ამოქმედების შემდგომ პლატფორმით სარგებლობა მიიჩნევა განხორციელებულ ცვლილებებზე თანხმობად.

11. ანგარიშის, რეგისტრაციის შეზღუდვა და მისი გაუქმება

11.1.მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია წაშალოს თავისი ანგარიში პირადი ანგარიშის პარამეტრებიდან. წაშლა დაუყოვნებლივ ხდება და მისი გაუქმება შეუძლებელია. ანგარიშის წაშლის შემდეგ მომხმარებელი კარგავს წვდომას კურსებზე, რომლებზეც წვდომა ჰქონდა, ხოლო გადახდილი თანხა არ ბრუნდება. გთხოვთ, ანგარიშის წაშლამდე ჩამოტვირთოთ თქვენი სერტიფიკატები.

11.2.ანგარიშის წაშლის შემდეგაც კომპანია ინახავს:

11.2.1.უკვე გაცემულ სერტიფიკატებს და მათი ვერიფიკაციის შესაძლებლობას. სერტიფიკატი ადასტურებს იმ ფაქტს, რომელიც რეალურად შესრულდა: მომხმარებელმა კურსი გაიარა. ამიტომ სერტიფიკატის უნიკალური კოდით შემოწმება ანგარიშის წაშლის შემდეგაც მუშაობს და კვლავ აჩვენებს სერტიფიკატის მფლობელის სახელს, კურსის დასახელებასა და დასრულების თარიღს. საფუძველი: კომპანიისა და მესამე პირების ლეგიტიმური ინტერესი, რომ გაცემულ სერტიფიკატს ენდობოდნენ.

11.2.2.ბუღალტრულ და საგადასახადო ჩანაწერებს კანონმდებლობით დადგენილი ვადით.

11.3.კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუზღუდოს, შეუწყვიტოს უფლება ისარგებლოს კომპანიის პლატფორმით ან/და მომსახურებით, თუ კომპანია დაადგენს, რომ მომხმარებლის მიერ დაირღვა წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული დებულებები ან/და მოქმედი კანონმდებლობა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ზემოაღნიშნული საფუძვლით გააუქმებს მომხმარებლის რეგისტრაციას ან/და მის პლატფორმაზე წვდომას შეზღუდავს, კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას ამავე პირის ხელახალ რეგისტრაციაზე.

12. მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

12.1.წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

12.2.ნებისმიერი დავა მხარეებს შორის წყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

12.3.წინამდებარე წესები და პირობები ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ტექსტს.

13. შეფასებები და მიმოხილვები

13.1.კომპანია არასოდეს ქმნის, არ უკვეთავს და არ აქვეყნებს გამოგონილ შეფასებას, მიმოხილვას ან რეკომენდაციას. პლატფორმაზე გამოქვეყნებული ყოველი შეფასება ეკუთვნის რეალურ მომხმარებელს, რომელსაც შესაბამის კურსზე წვდომა ჰქონდა.

13.2.კომპანია არ იხდის ანაზღაურებას შეფასების სანაცვლოდ და არ სთავაზობს მომხმარებელს რაიმე სარგებელს იმისთვის, რომ მან დადებითი შეფასება დატოვოს.

14. საკონტაქტო ინფორმაცია

შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

14.1.ელ. ფოსტა: luka@lerno.ge

14.2.რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო